|
2025-01-29 13:26:26, 443 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე - საკმარისია, სანქციების კუთხით ივანიშვილის შვილზე, უტაზე, რომელზეც ყველაფერია მიბმული, ერთი სიტყვა ჩაიწეროს და მისი საქმე დამთავრებულია
ეს არის ცესკო-ს მოსყიდვა, თანაც შეგულიანება, რომ ჩვენ ხომ გიცავთ თქვენ, მაგრამ აი, თქვენც შეგიძლიათ საკუთარი თავი დაიცვათ და აგერ, იარაღს გაძლევთ - შეიარაღებულ სტრუქტურად გადააქციეს ცესკო-ს თავმჯდომარე და მისი წევრები - ყველა ეს გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ მიმხვდარა, რა უბედურება ტრიალებს მის თავს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, მათ შორის ის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარესა და წევრებს სამსახურებრივი საშტატო იარაღის ტარების უფლება ექნებათ. გოცირიძის თქმით, აღნიშნული ცვლილებები „აბსურდულია“. „ფაქტობრივად, ეს არის ამ უწყების მოსყიდვა, თანაც შეგულიანება, რომ ჩვენ ხომ გიცავთ თქვენ, მაგრამ აი, თქვენც შეგიძლიათ საკუთარი თავი დაიცვათ და აგერ, იარაღს გაძლევთ. შეიარაღებულ სტრუქტურად გადააქციეს ცესკო-ს თავმჯდომარე და მისი წევრები. ყველა ეს გადაწყვეტილება მიუთითებს ერთ რამეს, რომ ვერ მიმხვდარა ბიძინა ივანიშვილი, რა უბედურება ტრიალებს მის თავს. ეს ნიშნავს, რომ კვლავ გაყალბებისათვის ემზადებიან, კვლავ აქვთ იმის იმედი, რომ ადმინისტრაციული რესურსები გამოიყენონ; ამ გამკაცრებული კანონით მაქსიმალურად შეეცადონ ამომრჩევლებზე მანიპულაციას, მოსყიდვას და ზემოქმედებას. თუ ასე გააგრძელა ივანიშვილმა, ორი არჩევანია: ან არჩევნებით კატასტროფული წაგება ან ივანიშვილის ისე დასანქცირება, რომ ყველაფერი თავზე ჩამოენგრევა. იმიტომ, რომ დღეს, ფაქტობრივად, ივანიშვილს არ აქვს სანქციები. მხოლოდ ფიზიკურ პირს აქვს სანქცია და ეს მცირე დისკომფორტს უქმნის. საკმარისია, ოჯახის ერთ წევრზე, მაგალითად, უტაზე, რომელიც „ქართუ ფონდის“ დამფუძნებელია და ყველაფერი მასზეა მიბმული, ერთი სიტყვა ჩაიწეროს და დამთავრებულია. ამიტომ, უმძიმესი დღეები მოელის მას“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)