01:31 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 13:56:46, 511 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძე - სისტემას განახლება სჭირდება

სისტემას განახლება სჭირდება - მაგალითად, საჭიროა ბარიერის დაწევა. 5%-იანი ბარიერი ხელს უწყობს იმას, რომ ქართული პოლიტიკური სივრცე ვერ განახლდეს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის თქმით, ხალხში „ქართული პოლიტიკის განახლების წყურვილია“.

„წყურვილია ხალხში, რომ ქართული პოლიტიკა განახლდეს, რომ პოლიტიკაში ახალი ხალხი და ახალი ენერგია შემოვიდეს. ახალ ხალხს ექნება შესაძლებლობები ახალი ფორმები შეიტანოს პოლიტიკაში და ეს კარგია. როგორ უნდა გაკეთდეს ეს, როდესაც ტიკები რომელშიც ახალი ღვინო უნდა ჩაისხას, ძველია. რას ვგულისხმობ ამაში?! იმას, რომ ფორმები, საშუალებები, პარტიების შესახებ კანონმდებლობა ძველია. ჩვენ წინაშეა ახალი ხალხი, ხოლო წესები ძველია. ნელ-ნელა ჩემი გულშემატკივრობით, წესები უნდა შეიცვალოს. ეს არ არის ხვალინდელი ამოცანა. ხვალინდელი ამოცანა ისაა, რომ რა წესებიც არსებობს, ამ წესებით არჩევნები დავანიშნინოთ. მაგრამ ზეგინდელი ამოცანა ახალი წესების შემოღებაა. სისტემას განახლება სჭირდება. ეს შეთავაზება საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობა. ეს არის ბარიერის დაწევა, რომელიც არის მნიშვნელოვანი. ვინც პროტესტში მონაწილეობთ, უნდა მოითხოვოთ ბარიერის დაწევა. საქართველოს კონსტიტუციაში 5%-იანი ბარიერი წერია. საქმე ისაა, რომ ეს მაღალია. ეს ბარიერი ხელს უწყობს იმას, რომ ქართული პოლიტიკური სივრცე ვერ განახლდეს, ამას სჭირდება კონსტიტუციური ცვლილება. ეს შემდგომმა პარლამენტმა უნდა გააკეთოს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics