|
2025-01-20 15:22:08, 530 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - როგორც ჩანს, ვერ გაიცნეს ბიძინა ივანიშვილი, მან თავის დროზე გადადო საკუთარი თავი სამშობლოსთვის
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა „დიფ სთეითზე“ დეტალურად ისაუბრა, მისი დასჯა და შანტაჟი გადაწყვიტეს მეორე შვეიცარული ბანკის რეპუტაციის განადგურების ხარჯზე. მდინარაძის თქმით, როგორც ჩანს, ვერ გაიცნეს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავის დროზე გადადო საკუთარი თავი სამშობლოსთვის და ახლა ფულით დაშანტაჟება მასთან ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს. „ეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან წმინდა წყლის პოლიტიკური შანტაჟია. მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინამ ისაუბრა „დიფ სთეითზე“, უფრო ღრმად შევიდა ამ თემაში, გაშალა ეს თემა, ქართული და არამხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის ბევრი დამატებითი დეტალი გახადა ცნობილი, გადაწყვიტეს, უკვე მეორე შვეიცარული ბანკის რეპუტაცია არაფრად ჩაეგდოთ, გაენადგურებინათ, ოღონდ დასაჯონ საქართველო, დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი და პოლიტიკური შანტაჟი მოუწყონ საქართველოსაც და ბიძინა ივანიშვილსაც. ბუნებრივია, აქედან დასკვნის გამოიტანა არავის გვიჭირს. მარტივი ამბავია – ერთი ბანკი გაანადგურეს ერთი ადამიანის შანტაჟისთვის, რომელმაც თავისი ქვეყანა არ გაწირა და ეს პირადი თემა, პირადი შანტაჟი არ გადავიდა ქვეყანაზე, უარყოფითად არ აისახა და მყარად დაუდგა წინ ამ ყველაფერს. უკვე მას შემდეგ, რაც „დიფ სთეითზე“ დეტალურად ისაუბრა, მისი დასჯა და შანტაჟი გადაწყვიტეს მეორე ბანკის რეპუტაციული განადგურების ხარჯზე, მაგრამ რაც უნდა შვეიცარული ბანკები გაანადგურონ, ეს ადამიანი მათ, როგორც ჩანს, ვერ გაიცნეს. აზრი არ აქვს, ადამიანმა თავის დროზე გადადო საკუთარი თავი თავისი სამშობლოსთვის და ახლა ფულით დაშანტაჟება, ბუნებრივია, მასთან ვერანაირ შედეგს, ვერანაირი ბანკის რეპუტაციის განადგურების ხარჯზე თუ ა.შ. ვერ მოიტანს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)