|
2025-01-18 16:48:43, 453 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - აშშ-ში ინაუგურაციაზე გარკვეული ადგილები გარკვეულ ფასადაც იყიდება
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას 200 000-მეტი ადამიანი ესწრება, ინაუგურაციაზე გარკვეული ადგილები გარკვეულ ფასადაც იყიდება და მსურველს შეუძლია, დასწრების ეს შესაძლებლობა გამოიყენოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ინაუგურაციაზე წასვლის თემით ოპოზიცია სპეკულირებს და ეს არის ის, რითაც საერთოდ სპეკულირებს ოპოზიცია, რომ აქვთ უფრო მეტი საერთაშორისო წვდომა. „ჩვენ კი სულ სხვა თემაზე გვაქვს საუბარი, იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს, გამომდინარე მის მიერ დაანონსებული ცვლილებებისა გეოპოლიტიკაში, შესაძლებლობა მიეცემა, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა თვისობრივად გადაიტვირთოს. საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა იყოს განსხვავებული, ვიდრე ეს იყო წარსული პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში. აქ ეს არის მთავარი, დანარჩენი, რითაც დღეს ოპოზიცია სპეკულირებს, მეათე ხარისხოვანია, რომელსაც სპეკულაციის გარდა სხვა რაიმე მნიშვნელობა თუ კონკრეტული მიზანი საქართველოსთვის არ აქვს. რაზე ისაუბრებენ ისინი იქ, რა თქმა უნდა, ისაუბრებენ საქართველოს საწინააღმდეგო საკითხებზე, დასანქცირება და ა.შ., რადგან საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური დღის წესრიგი არ აქვთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. მისი თქმით, ოფიციალურად ინაუგურაციაზე პრეზიდენტის მიერ დაპატიჟებულთა სია საკმაოდ შეზღუდულია. „გარკვეული განცხადებებიც გაკეთდა უშუალოდ ადმინისტრაციისა და ტრამპის მხრიდან, მაგალითად ორბანის მოწვევასთან დაკავშირებით, ჩინეთის ლიდერის მოწვევასთან დაკავშირებით, გერმანიაში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერების მოწვევასთან დაკავშირებით. დანარჩენი, ეს არის, დაახლოებით, 200 000 ადამიანი, რომელსაც სხვადასხვა პირობებით შეუძლიათ დაესწრონ, მათ შორის შეგეძლოთ გამოგეჩინათ კერძო ინიციატივა და შეგეძინათ დასწრების უფლება და ამ დასწრების უფლების ფასიც სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირია. აქედან გამომდინარე, ესაა ჩვეულებრივი სპეკულაცია ე.წ. რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რათა კიდევ ერთხელ მოახდინონ სიტუაციაზე ზეგავლენა. მეორე საკითხია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩნდება რეალური საშუალება, წინაპირობები, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ხარისხობრივად შეიცვალოს და კვლავ მაღალ დონეზე იქნას აყვანილი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)