|
2025-01-17 15:43:35, 431 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - გახარიას მისამართით ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა, რაც არის რეჟიმის ხელწერა
დარწმუნებული ვარ, გახარიას მისამართით ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა, რაც არის რეჟიმის ხელწერა, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ, გიორგი გახარიაზე თავდასხმა. მანჯგალაძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ მოძალადე სისტემად ჩამოყალიბდა. „წარმოვიდგინოთ, „ქართული ოცნება“ ყოფილ პრემიერ-მინისტრს როგორ გაუსწორდა. ჩვენ ვნახეთ „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული ფაბრიკაცია, როცა ჩანს შელაპარაკება და შემდეგ, გახარია როგორ აღმოჩნდა ნაცემი, ამის კადრი არ არსებობს. ეს კადრები არის დაჭრილ-დაჩეხილი ფაბრიკაცია. ამ კადრებით ვერ ვიმსჯელებთ. დარწმუნებული ვარ, გახარიას მისამართით ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა, რაც არის რეჟიმის ხელწერა იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ მოძალადე სისტემად ჩამოყალიბდა. ეს არის რეჟიმი, მოძალადე სისტემით“, - განაცხადა მანჯგალაძემ. მისი თქმით, ხელისუფლების ძალადობა საზოგადოებამ რუსთაველის გამზირზე იხილა, რამაც განგრძობადი ხასიათი მიიღო. „ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამ ძალადობრივი სისტემის ის ქვეშ მოყვა. მანამდე, ზვიად ქორიძეს იგივე ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი, როგორც ამბობენ, გახარიაზე განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში გიორგი გახარიას მიმართ სახეზე გვაქვს ორგანიზებული ანგარიშსწორება „ქართული ოცნების“ მოძალადე რეჟიმის მხრიდან“,- განაცხადა მანჯგალაძემ. ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას რამდენიმე დღის წინ ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე სასტუმრო „შერატონში“ მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)