|
2025-01-16 16:52:41, 3011 ნახვა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს
საქართველო 2025 წელს არ იღებს მონაწილეობას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში .ინფორმაცია "ექსპრესსნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, მათივე განმარტებით, ამ დრომდე მოსაწვევი არ მიუღიათ და მიწვევისმიუხედავად დასწრებას ვეღარ შეძლებენ რადგან, კონფერენცია რამდენიმე დღეშია და პრესსამსახურის განმარტებით მთავრობას სხვა გეგმებიაქვს. "ამ დრომდე მოსული არ არის მოსაწვევი, რამდენიმე დღეშია და ჩვენ ამასობაში სხვა რაღაცეები გვაქვს დაგეგმილი", ამბობენ მთავრობის პრესსამსახურში. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კი წელს 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი. ყოფილი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, 2025 წლის მიუნხენის კონფერენცია იქნება პირველი, რომელსაც საქართველოს თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები არ დაესწრებიან. როგორც დღეს გახდა ცნობილი, საქართველო ასევე მონაწილეობას არ მიიღებს დავოსის ეკონომიკური ფორუმში, რომელიც 20-24 იანვარს ტარდება შვეიცარიაში და მასში 60 სახელმწიფო მეთაური და 130 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. მონაწილეთა შორის არიან საქართველოს მეზობლები, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი. ასევე; აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (დისტანციურად).
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)