04:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-15 10:14:06, 332 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა ევროკავშირის გაფართოების კომისარს, მარტა კოსს შეხვდა

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ევროკავშირის გაფართოების კომისარს, მარტა კოსს შეხვდა.”

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს.

“დღეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მოწვეული იყო გაფართოების კომისარი მარტა კოსი, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ საქართველო იქნება მისი პრიორიტეტი და მისი მანდატის ფარგლებში არის რეალური შანსი ევროკავშირის გაფართოების, თუმცა ახლა ივანიშვილის ანტიევროპული პოლიტიკის გამო, საქართველო ამ შესაძლებლობას კარგავს. მეტიც, საქართველო კარგავს მილიონობით ევროს დაფინანსებას, რომლის მიმართვა მოხდება დამოუკიდებელ მედიაზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე იმისთვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების მედეგობა დეზინფორმაციის მიმართ, რომელსაც ივანიშვილი იყენებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როგორც რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი. მე ვესაუბრე მარტა კოსს დეტალურად საქართველოზე, სანქციების პოლიტიკის გატარების მნიშვნელობაზე, ინდივიდუალური სანქციების ივანიშვილის, მისი გარემოცვის, მათ შორის მასთან შეზრდილი ბიზნესმენების წინააღმდეგ იმისთვის, რომ ვაიძულოთ დატოვოს ხელისუფლება, ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები, გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიული ევროპული განვითარების გზას.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics