|
2025-01-14 15:29:05, 389 ნახვა
პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიენე - დროა, ვიფიქროთ გეგმაზე, როგორ დავეხმაროთ ქართველ ხალხს მოპარული ხმების დაბრუნებაში
საქართველოში რაც ხდება, ევროპის პერიფერიაზე მხოლოდ ადგილობრივი მოვლენა არ არის, რაც იქ ხდება ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა. „დეკემბერში შვიდი დეპუტატი ვეწვიეთ საქართველოს. აქ სამი მნიშვნელოვანი პუნქტია. პირველი, არ აღიარება, მეორე, სანქციები და მესამე, ახალი არჩევნები. პირველი – არ აღიარებაზე. „ქართული ოცნება“, ზოგიერთი მას „ქართულ კოშმარსაც“ უწოდებს, სასოწარკვეთილი მიისწრაფვის საკუთარი ლეგიტიმაციისკენ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მოუმზადებელი ვიზიტების თავიდან არიდება. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვნახოთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია. ქართველმა ხალხმა დაიწყო დეპუტინიზაციის პროცესი და ამას განაგრძობენ. ხალხი, რომელსაც ქუჩაში შევხვდით, ამბობს, რომ არასდროს დანებდებიან და არ დაუშვებენ, რომ საქართველო გახდეს რუსული სამყაროს ნაწილი, თუ რუსეთის ფედერაცია. მეორე, სანქციები. აშშ-მ უკვე ახსენა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციები დაწესდა საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისა და რუსეთის ფედერაციისთვის სარგებლის მოტანის გამო. და მესამე, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი არჩევნები“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენენ. მისი თქმით, დროა, დაიწყოს ფიქრი, როგორ შეიძლება ქართველი ხალხის დახმარება მოპარული ხმების დაბრუნებაში. „დროა, ვიფიქროთ თავად გეგმაზე, როგორ დავეხმაროთ ქართველ ხალხს მოპარული ხმების დაბრუნებაში. სხვა არჩევანი არაა. მარტა კოსის პასუხი საქართველოს დახმარებაზე. მეტი უნდა გავაკეთოთ. როგორც უკვე განვაცხადე, საქართველო ჩემი პრიორიტეტების სათავეში იქნება. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ევროპარლამენტის ყველა წევრს, რომლებიც აქტიურად ხართ დაკავებული საქართველოთი და გვაწვდით ინფორმაციას. ამას ვაფასებ და უახლოეს დღეებში განვიხილავთ სამივე პუნქტს, რომელიც თქვენ ახსენეთ, სანქციებზე, ვიზებზე და ყველაფერზე. ეს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაა, მზად ვართ, ის განვიხილოთ“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)