|
2025-01-14 14:31:49, 365 ნახვა
პოლიტიკა
მარტა კოსი - ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას საქართველოში
საქართველოში ვითარება არის ნათელი შეხსენება, რომ ევროკავშირის წევრობისკენ გზა არ არის მარტივი და რომ უკუსვლა შეიძლება მოხდეს და ის ხდება, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, „ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ხელისუფლება განაგრძობს ევროინტეგრაციისგან დაშორებას“. „ქართველი ხალხის მიერ ევროინტეგრაციის არჩევანი არის საკონსტიტუციო ვალდებულებით გაწერილი და ისინი ყოველ ღამე გამოდიან ქუჩაში, რადგან მათ ნათლად სურთ ამის შენარჩუნება. ხელისუფლების ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ჟურნალისტებს წინააღმდეგ, აბსოლუტურად მიუღებელია. ევროკომისიამ უკვე შეაჩერა 100 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის დაფინანსება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ იყო განკუთვნილი და განიხილავს დამატებით გადამისამართებას. ჩვენ ასევე გამოვედით ინიციატივით, ნაწილობრივ შევაჩეროთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება, რათა დავაწესოთ სავიზო მოთხოვნები საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. ევროკავშირის წევრი ქვეყნები აღნიშნულ ინიციატივას იანვრის ბოლოსთვის უყრიან კენჭს“, – განაცხადა მარტა კოსმა. მარტა კოსმა ასევე აღნიშნა, რომ „აგრძელებენ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას“. „ამავე დროს, ჩვენ ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას საქართველოში. 8,5 მილიონი ევრო უკვე გადამისამართდა მათთვის. ასევე მზად ვართ, გადავამისამართოთ დამატებით 7 მილიონი ევრო კომუნიკაციის საქმიანობისთვის და უნდა გავაძლიეროთ რეაგირება დეზინფორმაციაზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა ავრცელებს“, – განაცხადა მარტა კოსმა.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)