|
2025-01-13 15:38:12, 326 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, არავის გამოუვა, საქართველო აქციოს კოლონიად
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არავის გამოუვა, დაიმონოს ის და კოლონიად აქციოს. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებსა და ზოგიერთი კონგრესმენის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. „საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა. ის, რომ ვიღაცებს აქვთ მცდელობა, დაიმონოს ჩვენი ქვეყანა და გახადოს კოლონია, ეს არავის გამოუვა. ყოველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში. ჩვენ ვიცავთ იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენმა წინა თაობებმა სისხლით მოიპოვეს - ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ თავისი ქვეყნის ინტერესების გამო შეეწიროს ჩემი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთობების ნორმალიზებაზე, ეს უნდა იყოს ორმხრივი. არავის აქვს უფლება, კაბინეტში პრემიერ-მინისტრს, მაშინდელი პარტიის თავმჯდომარეს, მხედველობაში მყავს ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი, მიაყენოს შეურაცხყოფა და აკეთოს მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი და ამით დაეხმაროს უკრაინას. ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც შეიწირავს ქვეყნის ინტერესს და აქ გვექნება იგივე მდგომარეობა, რაც დღეს სამწუხაროდ უკრაინაშია“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, მერმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გადაიტვირთება და ნამდვილი მეგობრობა და პარტნიორობა დამყარდება. „რაც შეეხება აშშ-ის ჯერ კიდევ არსებულ ადმინისტრაციასთან ურთიერთობას, როგორც იცით, ძალიან არასწორი გადაწყვეტილებები ვნახეთ. მოვისმინეთ უამრავი არასწორი განცხადება, რომელიც დაფუძნებული იყო ტყუილზე, სიცრუეზე. გულდასაწყვეტია ის, რომ ქვეყანასთან გაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და არ გვქონდა პირდაპირი ფრენები, ქართველებს უწევდათ ამ მექსიკიდან შესვლა, ან რაღაცის გამოგონება, რათა შესულიყვნენ ამერიკაში. თუ ნახავთ სტატისტიკას, თუნდაც მეზობელ ქვეყნებს რომ შევადაროთ, ყველაზე ნაკლები ვიზა გაიცემოდა საქართველოს მოქალაქეებზე. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო სწორი დამოკიდებულება. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში გადაიტვირთება ურთიერთობა, იქნება ნამდვილი მეგობრული და დამყარდება ნამდვილად სტრატეგიული ურთიერთობები, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, ეს უნდა იყოს ორმხრივი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. რაც შეეხება სანქციებს, მერი ამბობს, რომ ეს არის ჩვეულებრივი მუქარა იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო თავისი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები. „ეს უბრალოდ შანტაჟის ელემენტებია. ჩვენ ვისმენდით უამრავ მუქარას, ვისმენდით გადაწყვეტილებებს კონკრეტული ადამიანების დასანქცირებასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივი მუქარა და ანგარიშსწორება, რომ საქართველომ არ მიიღო გადაწყვეტილება ომში ჩართვასთან დაკავშირებით, დავიცავით ჩვენი ქვეყანა, მშვიდობა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, საქართველოს ინტერესები დავიცავით პირველ რიგში. ჩვენ არავის დავსხმივართ თავს და არავის ვემტერებით. ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში, გვინდა, იყოს ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. ჩვენ გვინდა ასევე მეგობრობა და ურთიერთობები. ჩვენ არაერთხელ დაგვიმტკიცებია, არა მხოლოდ საუბრით, არამედ კონკრეტული საქმეებით, რომ ვართ სანდო პარტნიორები და კარგი მეგობრები, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი და კატეგორიულად მიუღებელია ბატონყმური დამოკიდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)