|
2025-01-11 13:00:43, 518 ნახვა
პოლიტიკა
ვეფხია კასრაძე მოსამართლეს - გირჩევთ, მოინანიოთ ეს ცოდვა, ეს არის ბოროტება რასაც თქვენ აკეთებთ
ადვოკატების შუამდგომლობის შემდეგ, რომლებმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის აცილებას ითხოვდნენ, განსასჯელი ვეფხია კასრაძეც შეუერთდა. მან ურჩია მოსამართლეს, რომ ცოდვები მოინანიოს რადგან ღმერთის წინაშე განსასჯელი თავად იქნება. „აცილებას ვეთანხმები, რადგან არანაირი განხილვა არ ყოფილა იმაზე, რა ბრალიც წამიყენა პროკურორმა. თქვენ არ განგიხილავთ მტკიცებულებები ისე მომისაჯეთ პატიმრობა. ერთ რამეში მადლობასაც გეტყვით, რადგან მომეცა საშუალება, ჩემი სამშობლოსთვის ვეწამე. თქვენი სასჯელის მოსჯით, მე თავისუფლება კი არ წამართვით, პირიქით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ, მინდა იცოდეს ყველამ, თავისუფლება მოვიპოვე, რაღაც ტვირთი მომეხსნა. ერთი რაღაც მინდა გკითხოთ ბატონო მოსამართლე, მოძღვარი თუ გყავთ, როგორც ადამიანი ადამიანს გეკითხებით, თუ არ გყავთ მოძღვარი? თუ არ გყავთ, გირჩევთ, მოინანიოთ ეს ცოდვა, ეს არის ბოროტება რასაც თქვენ აკეთებთ ბატონო მოსამართლე. ამ ახალგაზრდებში საქართველოს ვხედავ, არარსებულ დანაშაულზე სასჯელს უსჯით და ცხოვრებას უზიანებთ, მათ დედებს ცრემლიანებს ტოვებთ, ვინ მოგცათ ამის უფლება, მითხარით! ეს არანაირ სამართალში არ ჯდება. სამართლებრივი და მორალური უფლება არ გაქვთ, ეს სხდომა წაიყვანოთ",- განაცხადა ვეფხია კასრაძემ. ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
ირანის ბლოკადის აღდგენის შემდეგ თეირანთან დაკავშირებული დაკავებული სავაჭრო გემების რაოდენობამ 115-ს მიაღწია.
თბილისის 21-ე სკოლაში რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც სწავლა იმავე შენობაში განახლდება
შსს - კახეთში 100 კგ-მდე კანაფი ამოიღეს, დაკავებულია 3 პირი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)