|
2025-01-10 16:41:53, 477 ნახვა
პოლიტიკა
ISFED - საჯარო მოსამსახურის შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოში სარჩელს წარვადგენთ
სამართლიანი არჩევნები [ISFED] აცხადებს, რომ საჯარო მოხელეებს უწყებებიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ და არასამთავრობო ორგანიზაცია საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლთან ერთად 50-ზე მეტი საჯარო მოსამსახურის შრომითი უფლებების დაცვის მიზნით სასამართლოში სარჩელს წარადგენს. არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული ცვლილებებით "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში, საჯარო უწყებებიდან მოხელეების გათავისუფლება კიდევ უფრო მარტივი ხდება. "სამართლიანი არჩევნები უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან უკანონოდ და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებს. სამართლიანი არჩევნები და საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი -კონსტიტუციის 78-ე მუხლი, მუშაობენ საჯარო სამსახურებიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული და რისკის ქვეშ მყოფი საჯარო მოსამსახურეების უფლებების დაცვაზე და ერთობლივად, ამ ეტაპზე 50-ზე მეტი საჯარო მოსამსახურის შრომითი უფლებების დაცვის მიზნით გეგმავენ სარჩელის წარდგენას სასამართლოში." - წერია განცხადებაში. ISFED განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებით საგანგაშო საჯარო მოხელეების დასაბუთების გარეშე გათავისუფლებაა. ორგანიზაცია წერს, რომ მოხელეებს ფორმალურ მიზეზებს ეუბნებიან, თუმცა რეალური მიზეზი პოლიტიკური შეხედულებებია. "განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ზემოთ აღნიშნულ პირთა სამსახურიდან გათავისუფლებები ხორციელდება ყოველგვარი დასაბუთებისა და გამჭვირვალე პროცედურების გარეშე. საჯარო დაწესებულებები იყენებენ ფორმალურ საფუძვლებს, როგორიცაა რეორგანიზაცია ან ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გათავისუფლება, თუმცა რეალური მიზეზები აშკარად პოლიტიკური ან განსხვავებული შეხედულებების გავრცელების გამო საჯარო მოსამსახურეთა დევნას ეხება. რიგ შემთხვევაში, გათავისუფლება მათი ოჯახის წევრების პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გათავისუფლებები როგორც ცენტრალური, ისე მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს შეეხო. თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, დარეკეთ ან გაგზავნეთ შეტყობინება: 0 800 100 143-სა ან info@isfed.ge-ზე''- წერს ISFED განცხადებაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)