12:47 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 20:07:20, 426 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ახალი არჩევნები მხოლოდ გზაა საქართველოს კრიზისიდან გამოსვლისთვის

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჰადსონის ინსტიტუტის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო, სადაც საქართველოს პოლიტიკური სიტუაცია და არჩევნების შედეგები გააკრიტიკა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა ზეწოლა სანქციებით არა მხოლოდ “ქართული ოცნების” ლიდერებზე, არამედ მათი მხარდამჭერების წრეზეც.

„თქვენ უნდა დადგეთ მტკიცედ. ვგრძნობ, რომ მხარს გვიჭერენ ამერიკელი მეგობრები, ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. თუ რუსეთი ნახავს, რომ შეუძლია ამით სარგებლობა, მისი სტრატეგია გაიმარჯვებს. არ უნდა აღიარებულ იქნას არჩევნები და არ უნდა აღიარებულ იქნეს დე ფაქტო პრეზიდენტი”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, სანქციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ასუსტებს ავტოკრატიულ და პრორუსულ რეჟიმს.

„სანქციები აუცილებელია, რადგან ის გავლენას ახდენს ერთპარტიულ სისტემებში არსებულ პირველ წრეებზე, იქნება ეს ბიზნესმენები თუ სხვა პირები. ამიტომ, ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს, რათა შევძლოთ ახალი არჩევნების ჩატარება. ეს არის ერთადერთი გზა საქართველოს ამ ღრმა კრიზისიდან გამოსვლისთვის,” - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
ირანის ბლოკადის აღდგენის შემდეგ თეირანთან დაკავშირებული დაკავებული სავაჭრო გემების რაოდენობამ 115-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics