12:47 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 19:09:48, 474 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპანტების მიერ დაკავებული სამი მოქალაქე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის და ოკუპირებული ახალგორის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ილია ლუტიძე, ნიკა მამასტარაშვილი და ზურაბ ლობჟანიძე გათავისუფლდნენ. ისინი უკვე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, უკანონო პატიმრობიდან მათი გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენეს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი და ცენტრალური ხელისუფლების სხვა რელევანტური ინსტრუმენტები.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აქტიურად მუშაობს უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
ირანის ბლოკადის აღდგენის შემდეგ თეირანთან დაკავშირებული დაკავებული სავაჭრო გემების რაოდენობამ 115-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics