13:34 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-08 11:34:55, 494 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო - „გლობალური ომის პარტია“ სამყაროს არაფორმალურად მართავს

" თანამედროვე მსოფლიოში მოქმედებს ორუელისეული პრინციპი - „ომი არის მშვიდობა, მონობა - თავისუფლება, ხოლო უმეცრება - ძალა“, რომელსაც „გლობალური ომის პარტია" იყენებს როგორც მთავარი ინსტრუმენტს, რომლითაც უდიდეს ნაწილს არაფორმალურად მართავს."- ამის შესახებ “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს.

"გლობალური ომის პარტია" იყენებს ომს, მონობას, უმეცრებას და ყველაფრის უკუღმა წარმოჩენას, რათა შექმნას ცალკეული ქვეყნების მართვის საკუთარი სისტემა, - ნათქვამია განცხადებაში.

პოლიტიკურ საბჭოში აღნიშნავენ, რომ უკვე მეორედ არ აღიარეს ეუთო/ოდირის დასკვნა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ მანამდე მთელი ძალისხმევა მოახმარა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მოწვევას. უფრო მეტიც, როგორც პარტიაში განმარტავენ, „გაგულისებულმა ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეუთოს დელეგაციის ჩამოსვლა არ დაეშვათ“.

პოლიტიკურ საბჭოში ასევე აღნიშნავენ, რომ „ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს, დესტრუქციული ინიციატივის - ე.წ. „მეგობარი აქტი“ საქართველოს შესახებ - ინიცირება დაავალეს, რომელსაც შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ „მტერი აქტი“ შეიძლება ეწოდოს“.

"უილსონი მოქმედებდა " სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად“ და „დიფ სთეითის“ დავალებების შესრულებას ევროპელი პენსიონერებისგან ძარცვის გზით მიღებული ფინანსური სარგებლისგანაც კი არ ჩამოშორებია. ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს - ჯო უილსონს ხმარდება, რითაც „დიფ სთეითი“ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს ახორციელებს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო აცხადებს, რომ ჯო უილსონი, რომელიც თავს კონსერვატიულ პოლიტიკოსად წარმოაჩენს, არასოდეს დაუგმია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილება, რომელიც ქცევის შესახებ მკაცრ ზომებს მოიცავდა. პარტიაში ასევე განმარტავენ, რომ უილსონის პოლიტიკა საქართველოს მიმართ მუქარით და სანქციებით ემუქრება, თუ ქვეყანა არ დაუჭერს მხარს გლობალური ომის პარტიას.

„გლობალური ომის პარტია“ ცდილობს საქართველოს სანქციებით ემუქრებოდეს, რადგან ისინი „დიფ სთეიტის“ მოთხოვნებს არ ასრულებენ,“ - დასძენენ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics