|
2025-01-07 12:17:17, 1872 ნახვა
წელიწადნახევრის განმავლობაში რუსეთმა 188 ჯარიმა დააკისრა ე.წ ლგბტ პროპაგანდის გამო, რაც სულ 30 მილიონი რუბლია
2023 წლისთვის და 2024 წლის პირველი ნახევრისთვის, რუსეთის სასამართლოებმა დააკისრეს 188 ჯარიმა ადმინისტრაციული მუხლებით „არატრადიციული ურთიერთობების პროპაგანდაზე, სქესის შეცვლაზე და პედოფილიაზე“ (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 6.21, 6.21.1 და 6.21.2 მუხლები. რუსეთის ფედერაცია). ჯარიმის საერთო ოდენობამ 30 მილიონი რუბლი შეადგინა. ამის შესახებ TASS უზენაესი სასამართლოს სასამართლო დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება. 2023 წელს ჯარიმა დაეკისრა 101 ფიზიკურ და იურიდიულ პირს 16,2 მილიონი რუბლის ოდენობით. 2024 წლის პირველ ნახევარში 87 ადამიანმა და კომპანიამ მიიღო ჯარიმა 13,7 მილიონი რუბლის ოდენობით. მათ შორის, ვინც სასჯელი მიიღო, ასევე 12 უცხოელი იყო: ჯარიმის გარდა, მათ მიესაჯა ადმინისტრაციული დეპორტაცია რუსეთიდან, ხოლო შვიდს მიესაჯა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე. გარდა ამისა, წელიწადნახევრის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლებამ დააჯარიმა 600-მდე პირი „უცხოური აგენტების“ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ჯარიმის საერთო ოდენობამ შეადგინა 25 მილიონ 813 ათასი რუბლი, საიდანაც მხოლოდ 4 მილიონი იქნა ამოღებული. პასუხისმგებლობა „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდაზე“ და „სქესის შეცვლაზე“ რუსეთის კანონმდებლობაში 2022 წლის დეკემბერში გამოჩნდა. ადრე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი პასუხისმგებლობას მხოლოდ არასრულწლოვანთა შორის „პროპაგანდაზე“ ითვალისწინებდა. 2023 წლის 30 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს სარჩელზე, რომლის მიხედვითაც „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა“ ექსტრემისტულად გამოცხადდა. მსგავსი ჰომოფობიური კანონი მიიღო საქართველომაც. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი დამატებით 18 მოქმედ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლოა დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება, მაგალითად, ცილისწამებას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, უხამსობას და ა.შ. ცვლილებების შემდეგ დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომელიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. გარდა ამისა, აიკრძალება ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ტელეეთერში გაშვება.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)