|
2025-01-06 20:02:41, 455 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი- აფხაზეთი უბრალოდ იმიტომ მოკვდა, რომ პუტინს ასე სურდა
ვლადიმერ პუტინს სურს ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ტერიტორიაზე გავლენის დაბრუნება და თანდათან აკეთებს ამას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ამერიკელ ბლოგერთან და პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში. „საქართველო, რომელიც მიემართებოდა ევროკავშირისა და ნატოსკენ, მთლიანად რუსეთისკენ იბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ გაყინული კონფლიქტები. მათ აქვთ აფხაზეთი“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, დღეს აფხაზეთი, ისევე როგორც დონბასი, არ ვითარდება: „საქართველოს ძალიან ლამაზი ნაწილი უბრალოდ გარდაიცვალა, რადგან პუტინს ასე სურდა და არ დაუშვა აფხაზეთის განვითარება“. „გაყინული კონფლიქტი ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით არ მიგიღებენ ევროკავშირში და აუცილებლად არ მიგიღებენ ნატოში. იმიტომ რომ ახლა ასეა. არის გაყინული კონფლიქტი, რაც ნიშნავს, რომ ისინი არ წაგიყვანთ. და ეს არის ის, რაც პუტინმა გააკეთა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გავლენა არ დაკარგოს. ანუ მან მოაბრუნა საქართველო. ახალგაზრდები, სტუდენტები - ყველა მიდის და ეს ფაქტია. საქართველო პატარა ქვეყანაა და გადინება გაგრძელდება. მათ უნდათ ევროპაში ცხოვრება, მათ უნდათ განვითარება - ზოგს შეერთებულ შტატებში, ზოგს ევროკავშირში, ზოგს ბრიტანეთში“, - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ პუტინი მალე „დაიწყებს მოლდოვას განვითარებას“. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სამსაათიანი ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ყველაზე ციტირებულ ამერიკელ ბლოგერს, ლექს ფრიდმანს, რომლის დროსაც მან არაერთი კრიტიკული განცხადება გააკეთა დასავლეთის ქვეყნების მიმართ, რომლებიც უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში ეხმარებიან. თანამოსაუბრეები შეთანხმდნენ უკრაინულ ენაზე თარჯიმნის მეშვეობით, თუმცა ფრიდმანიც და ზელენსკიც რუსულად საუბრობენ.
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)