|
2025-01-03 12:22:22, 644 ნახვა
ეკონომიკა
საქტატის გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ინფლაციის დონე 0,7%, წლიურმა ინფლაციამ კი 1,9% შეადგინა
საქტატის გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3%-ით განისაზღვრა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.6%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.18 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (15.7%), ზეთი და ცხიმი (10.1%), ყავა, ჩაი და კაკაო (8.8%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (6.9%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.5%), თევზეული (4.8%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.3%), პური და პურპროდუქტები (0.3%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-0.7%), რძე, ყველი და კვერცხი (-0.6%); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (9.2%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.0%); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 3.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (4.5%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.8%) და საავადმყოფოების მომსახურების (1.0%) ქვეჯგუფებზე; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.4%-ით, რაც 0.33 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (23.3%), დაზღვევა (12.9%), საფინანსო მომსახურება (4.5%), პირადი ჰიგიენა (3.1%); კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა; საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.2%-იანი კლება, რაც -0.27 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-5.3%) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (-0.7%). ამასთან, ფასები მომატებულია საცხოვრებლის მიმდინარე მოვლასა და შეკეთებაზე (5.7%) რაც შეეხება დეკემბრის ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.3%), ზეთი და ცხიმი (3.0%), რძე, ყველი და კვერცხი (2.4%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.0%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.6%), თევზეული (0.5%). ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-1%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.5%); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.4%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.14 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (2.2%) ქვეჯგუფზე; ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 0.5%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.2%), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.2%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.2%); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.8%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ფეხსაცმლის (-3.7%), ისე ტანსაცმლის (-1.1%) ქვეჯგუფებზე.
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)