|
2024-12-30 15:22:19, 445 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილმა სალომე ზურაბიშვილისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას ხელი მოაწერა
მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით, „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნებულ კანონებს შორის არის „სახელმწიფო დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის ამოქმედების შედეგად სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა აღარ მოემსახურება. პარლამენტმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ინიციატივით დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო კანონი, რომლითაც პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა დაადასტურა. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის მანამდე არსებული რედაქციით, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალური დაცვა უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ ერთი წლის ვადით უნარჩუნდებოდათ, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი უფლებამოსილების შეწყვეტა კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი იყო. როგორც კანონის პროექტის ავტორებმა განმარტეს, იმისთვის, რომ კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგი დადგეს და შესაბამის თანამდებობის პირებს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად, საჭიროა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრთა მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რასაც შესაბამისი კვორუმი სჭირდება. პროექტის ინიციატორები მიუთითებენ, რომ კვორუმის არ არსებობის პირობებში დგება მოცემულობა, როდესაც ერთი მხრივ, შესაბამისმა თანამდებობის პირმა კონსტიტუცია დაარღვია, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა და მხოლოდ იმიტომ, რომ პარლამენტში არ იქნა კვორუმი მიღწეული, კონსტიტუციის დამრღვევს უფლებამოსილება ვერ შეუწყდება.
პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველად აშშ-ში ჩავიდა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი გორში ფესტივალის გაუქმების დაგმობის გამო, ევროკავშირს თავს ლუქსემბურგიდან ესხმის
პაპუაშვილი – ე.წ. უწყვეტი პროტესტი მიმართულია იქითკენ, თავის თავს რაღაცნაირად დააჯერონ, რომ არსებობენ
ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს უსაფრთხოების მიზეზით გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)