03:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-26 14:38:23, 523 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - დიდებული ბრძოლის და თავდადების მომსწრე ვართ - ყოველი მებრძოლის გვერდით ვხედავ ჩემს თავს

ყოველი მებრძოლის გვერდით ვხედავ ჩემს თავს, რადგან ახლა რამაც გაერთიანა ქართველი ხალხი, ამ იდეას ჩავუყარე საფუძველი,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, საზოგადოება „დიდებული ბრძოლის და თავდადების მომსწრეა“.

„დიდებული ბრძოლის და თავდადების მომსწრე ვართ. ჩვენს თვალწინ დაიბადა ახალი, თანამედროვე, მოაზროვნე საზოგადოება, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია. ვაფასებ მათ მაღალ მოქალაქეობრივ თავდადებას. 

ბევრი რამ უსამართლო მესმის, მაგრამ საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პასუხს შეგნებულად თავს ვარიდებ, ამის დროც მოვა, თავისუფლებაზე ყოფნისას მექნება ამის შესაძლებლობა.

მანამდე კი, ყოველი მებრძოლის გვერდით ვხედავ ჩემს თავს, რადგან ახლა რამაც გაერთიანა ქართველი ხალხი, ამ იდეას ჩავუყარე საფუძველი და მისი დაკარგვის საფრთხემ, სიცოცხლის რისკის ფასად, დამაბრუნა სამშობლოში“,- წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics