19:39 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-22 16:13:03, 581 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში ორბორბლიანების მარში მიმდინარეობს

თბილისში ორბორბლიანების საპროტესტო მარში მიმდინარეობს.

როგორც მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, მთელი დღის მანძილზე დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩას მოივლიან და პროტესტის 25-ე დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს წინა აქციების დროს რამხელა მუხტი შეგვქონდა ხოლმე, ორბორბლიანებს, თითოეულ აქციაზე. დღეს გადავწყვიტეთ, რომ რადგან ხელისუფლების პირები ვერ თვლიან კარგად ჩვენ თავებს და ჰგონიათ, რომ 200 000-კაციან აქციაზე მაქსიმუმ 3 000 ადამიანი დგას, გადავწყვიტეთ, მთელი ქალაქი შემოვიაროთ და კარგად ვანახოთ ყველას, თუ რამხელა მუხტი არის ჩვენში და მთელ ქალაქს გავაგებინოთ, რომ 200 000 ადამიანი მხოლოდ აქ ვართ“,- უთხრა საპროტესტო მსვლელობის ერთ-ერთმა მონაწილემ „მთავარ არხს“.

ცნობისთვის, დღეს, 22 დეკემბერს ორბორბლიანების გარდა, საპროტსტო მსვლელობას კახელები, ლეჩხუმელები, ვეტერანები და ა.შ. მართავენ.

21:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლაც იგეგმება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics