11:46 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-21 01:21:59, 653 ნახვა

მსოფლიო
მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე ტერაქტის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 80-მდე დაშავდა გერმანიის ქალაქ მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე ავტომობილი ბრბოს შევარდნისას, იტყობინება გაზეთი Bild. მანქანამ, რომელიც სავარაუდოდ შავი BMW იყო, 400 მეტრი გაიარა ბრბოში, წერს AFP. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დააკავეს. ხელისუფლებამ ჯერჯერობით მხოლოდ ორის დაღუპვა დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით სავარაუდო ტერორისტი დაკავებულია. ტერორისტი საუდის არაბეთის მკვიდრია, ის 50 წლისაა. თავდასხმამდე მან იქირავა BMW-ს მარკის მანქანა, რომლითაც საშობაო ბაზრობაზე ხალხს დარბოდა. ტერორისტი დანაშაულის ჩადენისთანავე დააკავეს - თვითონ გადმოვიდა მანქანიდან და ასფალტზე დაწვა. მგზავრის სავარძელზე ჩანთა დევს - ახლა მესაზღვრეები ამოწმებენ. დანაშაულის ადგილი გარშემორტყმულია. მანქანაში შესაძლოა ასაფეთქებელი იყოს. — მაგდებურგის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ჯერ არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, მოქმედებდა თუ არა ტერორისტი მარტო. — საქსონია-ანჰალტის შტატის მთავრობის წარმომადგენელმა მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CNN: ტრამპმა ბოლო 12 დღის განმავლობაში განსაკუთრებით უცნაური საქციელი გამოავლინა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შემთხვევებს მნიშვნელოვანი გართულებები არ მოჰყოლია
112-ში ზარები შეფერხებით შედის - გამოქვეყნდა ალტერნატიული საკონტაქტო ნომრები
მოსკოვის აეროპორტებში 30-ზე მეტი რეისი ვერ დაეშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics