21:17 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-20 15:19:15, 360 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რომელიც სამწუხაროდ, დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, შანტაჟზე

მუდმივი შანტაჟი, მუდმივი შეურაცხყოფა და სიცრუე,- ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპული მხარის კომუნიკაციას და აცხადებს, რომ მათი განცხადებები მეტწილად დაფუძნებულია საზოგადოების გახლეჩვის მცდელობაზე და პოლარიზაციის გაღრმავებაზე. 

„მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რომელიც სამწუხაროდ, დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, შანტაჟზე, საზოგადოების გახლეჩვის მცდელობაზე, პოლარიზაციის გაღრმავებაზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ რატომ გვინდა ევროპა, ევროპული მომავალი და დასავლეთი - ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოუდგენია, რომ ევროპა არის სამართლიანობა, სადაც იცავენ ადამიანის უფლებებს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, საკუთრების უფლებას. დღეს ნახეთ, როგორი არასამართლიანი დამოკიდებულებაა საქართველოსთან მიმართებაში. გავიხსენოთ კანდიდატის სტატუსი, როგორ გვაშანტაჟებდნენ, გავიხსენოთ თუნდაც ახლა, რამდენიმე დღეა, მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის თემა. მუდმივი შანტაჟი, მუდმივი შეურაცხყოფა, მუდმივი სიცრუე წარმოუდგენელია და ამის უკან ხომ ვიცით, რაც დგას?! - დგას ჩვენი მყარი, პრინციპული პოზიცია, რომ დავიცავით ქვეყანა, მისი ინტერესი და არ მივეცით ვიღაცებს საშუალება,  რომ საქართველო გამოყენებული ყოფილიყო და ქვეყანაში ყოფილიყო ის ვითარება, რაც, სამწუხაროდ, დღეს უკრაინაშია. დავიცავით ეროვნული ინტერესი, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება ქვეყანაში“,- განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics