22:32 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-18 16:40:55, 477 ნახვა

პოლიტიკა
ფრანგი ევროპარლამენტარი - ქართველებს ახალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ - ზურაბიშვილმა ევროპას განსაცვიფრებელი ამბავი უამბო

ფრანგი ევროპარლამენტარი ვალერი ჰაიერი ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლას ეხმაურება.

როგორც ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, ქართველებს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ.

„პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპას განსაცვიფრებელი ამბავი უამბო იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება. ამან ყველა ევროპელს სისხლი უნდა გაუყინოს. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ეს ევროპასაც ეხება. ქართველებს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ. სხვა გზა არ არსებობს“,- წერს ჰაიერი.

შეგახსენებთ, დღეს, 18 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ევროდეპუტატებს სიტყვით მიმართა. ზურაბიშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ მიიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics