19:49 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-16 15:09:25, 394 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ყველა პროცესი, რასაც ქვეყანაში ვხედავთ, არის გარედან მართული, შიდა წვრილფეხა რადიკალების მონაწილეობით

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები თბილ ოფისებს თავს აფარებენ  და ახალგაზრდებს  პოლიციელებს აპირისპირებენ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ყველა პროცესი, რასაც ქვეყანაში ვხედავთ, არის გარედან მართული, შიდა წვრილფეხა რადიკალების მონაწილეობით“.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა. გავიხსენოთ წინა აქციები. იქაც ხდებოდა ანალოგიურად. ეს ადამიანები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები თავს აფარებენ თბილ ოფისებს, სადაც შეყუჟულები არიან, მიირთმევენ ყავას, ჩაის, ცხელ შოკოლადს და როგორც მაშინ, ახლაც ბავშვებს, ახალგაზრდებს აპირისპირებენ პოლიციელებს. დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი პროტესი გამოხატოს მშვიდობიანი ფორმით, არავინ ამაში ხელს არ უშლის, არავინ იზღუდება, თუმცა ჩვენ ვნახეთ აგრესიული ჯგუფები, რომლებიც გადადიოდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, პოლიციელებს ესროდნენ ქვებს, მძიმე საგნებს, „მოლოტოვის კოქტეილებს“, რაც კატეგორიულად მიუღებელია. რადიკალური დაჯგუფებების ლიდერები კი ამ დროს თბილად ისხდნენ ოფისებში. ესეც მათი ხელწერაა.  როგორც იცით, ოპოზიციის რეიტინგი არის ნულს ქვემოთ. ყველანაირად განულებულები არიან, არანაირი ავტორიტეტი საზოგადოებაში არ გააჩნიათ. შესაბამისად, მცდელობა აქვთ, საზოგადოებას მოაჩვენონ, თითქოს ისინი არაფერ შუაში არიან და ეს ვითომ ახალგაზრდების აქციაა. ეს რადიკალური დაჯგუფებები არიან მათი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, გაზულუქებული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან; ექსტრემისტული ორგანიზაციები, რომლებიც გარედან ფინანსდებიან. ყველა პროცესი რასაც ქვეყანაში ვხედავთ, არის გარედან მართული, შიდა წვრილფეხა რადიკალების ჩართულობითა და მონაწილეობით“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics