18:56 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 14:14:14, 751 ნახვა

ეკონომიკა
ბაზრის შესწავლის პერიოდში, მარკირების საფასურის გადახდას სახელმწიფო გააგრძელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით,  დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა  არაალკოჰოლური სასმელის სავალდებულო მარკირების საკითხი იყო.

შეხვედრაზე, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი თაბუაშვილმა აღნიშნა, რომ სავალდებულო მარკირების სისტემის ამოქმედების შემდეგ, ბაზარზე აღრიცხული პროდუქციის რაოდენობა 17%-ით გაიზარდა.

ასოციაციის წევრები მიიჩნევენ, რომ მარკირება, არსებული ფორმით, დარგში აღრიცხვიანობის მოწესრიგებას ვერ უზრუნველყოფს, ვინაიდან შვეიცარული კომპანია SICPA-ს კუთვნილი მარკირების აპარატები ხარვეზებით მუშაობს.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აღნიშნულ თემას კომპლექსური შესწავლა სჭირდება. ამ მიზნით, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ბაზარზე დაკვირვება გაგრძელდება, კერძოდ, დაითვლება პროდუქციის რაოდენობრივი ზრდა და საბოლოო გადაწყვეტილება კომპლექსური ანალიზის შედეგად მიიღება.

ამასთან, შემოსავლების სამსახურს დაევალა, არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი კომპანიებისა და SICPA-ს წარმომადგენლების მონაწილეობით, გამართოს სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც მარკირების აპარატებთან დაკავშირებულ ტექნიკურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.

ბაზარზე დაკვირვება, სავარაუდოდ, 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ბაზრის შესწავლის პერიოდში, მარკირების საფასურის გადახდას სახელმწიფო განაგრძობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics