18:12 - 02 Nov, 2026
|
2024-12-06 15:51:29, 491 ნახვა
საზოგადოება
„პუბლიკის“ ჟურნალისტ მინდია გაბაძეს თავს დაეხსნენ
თბილისში, „ცისფერ გალერეასთან“ „პუბლიკის“ ჟურნალისტ მინდია გაბაძეს თავს დაეხსნენ. ამის შესახებ „პუბლიკის“ გენერალური დირექტორი ზურა ვარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ვარდიაშვილი „ფეისბუქზე“ შესაბამის ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს და აცხადებს, რომ ჟურნალისტებზე ტერორი გრძელდება. „ჟურნალისტებზე ტერორი გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ „ცისფერ გალერეასთან“ „ტიტუშკები“ თავს დაესხნენ „პუბლიკის“ ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს. მას სცემდნენ პოლიციის ეკიპაჟის თვალწინ, პოლიცია არც განძრეულა. როცა ხალხი მივარდა და მოითხოვა თავდამსხმელების დაკავება, პოლიციელები ჩასხდნენ მანქანაში და მიიკეტეს კარი“,- წერს ვარდიაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)