16:14 - 17 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 02:43:55, 562 ნახვა

საზოგადოება
არჩილ გამზარდია - ეს არის იმ უზნეო და შვილთმოძულე მშობლების ბრძოლა შვილებთან, ვისაც შვილები არ უყვარს

"ეს არის იმ შვილთმოძულე მშობლების ბრძოლა შვილებთან, ვინც შვილებს არ უთმობს, ვისაც თავისგან განსხვავებული შვილები სძულს," - ეს სიტყვები თავის ფეისბუქ გვერდზე ანალიტიკოსმა პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა არჩილ გამზარდიამ დაწერა.

"რაც ხდება დღეს რუსთაველზე, ეს არ არის თაობათა შორის ბრძოლა, ეს არის იმ უზნეო და შვილთმოძულე მშობლების ბრძოლა შვილებთან, ვისაც შვილები არ უყვარს, შვილებს არ ცნობს, შვილებისთვის არ ცხოვრობს.

ეს არის იმ შვილთმოძულე მშობლების ბრძოლა შვილებთან, ვინც შვილებს არ უთმობს, ვისაც თავისგან განსხვავებული შვილები სძულს, ვისაც შვილების თავისუფლებას შვილთა მონობა ურჩევნია და საკუთარ ამპარტავნებასა და პატივმოყვარეობაზე ფიქრობს მხოლოდ.

ეს არის შვილთმოძულე მშობლების ბრძოლა შვილებთან, რომლებიც თუ არ ეთანხმებიან შვილებს, შვილებს იკვეთავენ, შვილების ბედნიერებას მათი უბედურება ურჩევნია რომ წამოაძახოს, მშობლებს რადგან არ გვიჯერებდი, იმიტომ დაგემართა ასეო.

ეს არის იმ შვილთმოძულე მშობლების ბრძოლა შვილებთან, რომლებიც მორჩილ ან პირფერ-მოსარგებლე შვილებს დანარჩენ შვილებს უპირისპირებენ და შვილების ერთმანეთთან ომით იკვებებიან, შვილებს ერთმანეთის მიმართ სიძულვილს თესავენ, რომ დატკბნენ შვილების ურთიერთდაპირისპირებით.

ეს არის იმ შვილთმოძულე მშობლების ბრძოლა შვილებთან, რომლებიც საკუთარ თავს ღმერთებად და შეუცდომლებად განიხილავენ შვილებთან და თაყვანისცემას ითხოვენ მათგან, რომლებიც არასდროს ფიქრობენ სინამდვილეში შვილებზე, რადგან მხოლოდ საკუთარი მეუფება აღელვებთ.

იმ შვილთმოძულე მშობლების ბრძოლაა შვილებთან, რომლებიც არასდროს ემადლიერებიან შვილებს და მხოლოდ აქეთ ითხოვენ მადლიერებას სულ რომ ცხოვრება გაუმწარონ, არასდროს უხდიან შვილებს ბოდიშს და იქით რომ პატიება სჭირდებოდეთ, შვილებს შეედავებიან, ბოდიში გვიხადეთ და დაგვემონეთო.

ეს არ არის თაობათა ბრძოლა, ეს შვილთმოძულე მშობლების ბრძოლაა შვილებთან." - დაწერა არჩილ გამზარდიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შარაშიძე – ნებისმიერი პარტიის აკრძალვა არადემოკრატიული გადაწყვეტილებაა, პარტია უნდა აკრძალოს მხოლოდ ხალხმა
შოიგუ: დასავლეთი უცერემონიოდ ერევა საქართველოში არსებულ ვითარებაში
Nordwind Airlines-ი რუსეთის 15 ქალაქიდან რეისებს სოჭის ნაცვლად სოხუმის აეროპორტში გადაიტანს
ელისაშვილი მდინარაძეს - გენერლის სტატუსი არ ჰქონდა, ლეიტენანტი იყო, როცა ვცემე და დაწყებული საქმე უნდა დავასრულო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics