|
2024-12-05 17:42:46, 523 ნახვა
საზოგადოება
დავით კეზერაშვილის განცხადებით, მის სახლში პოლიცია შევიდა
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის განცხადებით, მის საცხოვრებელ სახლში პოლიცია შევიდა. როგორც კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.
შეგახსენებთ, გუშინ, 4 დეკემბერს პოლიცია „კოალიცია ცვლილებისთვის“, ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციისა და „დროას“ ოფისებშიც შევიდა. სამართალდამცველები იმყოფებოდნენ „ფეისბუქ-ჯგუფ“ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის, ილია ღლონტის საცხოვრებელ სახლშიც. გუშინვე იყო დაკავებების სერიაც, მათ შორის პოლიციამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია და ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის 5 წევრი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოფისებიდან და დაკავებული პირების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)