08:33 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-04 22:43:46, 447 ნახვა

პოლიტიკა
მელია - საყოველთაო პროტესტი იმ წერტილამდე მივა, რომ ქვეყანაში საყოველთაო დაუმორჩილებლობა იქნება

მიუხდევად იმისა, ვის რომელ ოფისში თავს დაესხმებიან, პროტესტი უნდა გაგრძელდეს და გამარჯვება იქნება გარდაუვალი,- ამის შესახებ ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, საყოველთაო პროტესტი იმ წერტილამდე მივა, რომ ქვეყანაში საყოველთაო დაუმორჩილებლობა იქნება.

„როდემდე? ისმის კითხვები. იქამდე, სანამ არ დამარცხდება რეჟიმი. საყოველთაო პროტესტი იმ წერტილამდე მივა, რომ ქვეყანაში იქნება საყოველთაო დაუმორჩილებლობა. არ ჯეროდა ივანიშვილს, ხდება ის, რაც ხდება. ხალხი აცნობიერებს, რომ ეს არის ბრძოლა სახელმწიფოებრიობისთვის, ასე მოხდება საყოველთაო დაუმორჩილებლობაც.

ეს პროტესტი ხალხის მიერ გაგრძლედება.მიუხდევად იმისა, ვის რომელ ოფისში თავს დაესხმებიან, პროტესტი უნდა გაგრძელდეს და გამარჯვება იქნება გარდაუვალი.  300-ზე მეტი ადამიანია დაკავებული და უამრავი უმოწყალოდ ნაცემი. ყველანი ვართ ამ პროცესში თანასწორები. ნუ მიაქცევთ ყურადღებას რომელ პოლიტიკურ პარტიას დალუქავენ  ან არ დალუქავენ. ვისაც არ გჯერათ, რომ ამ ქვეყანაში რუსული ინტერესი უპირისპირდება ქართულ აზრს, იმ ადამიანებთან კამათს არ ვაპირებთ.  ეს არის კრიმინალური რეჟიმი - ვის აცვია პოლიციის ფორმა და ვის არ აცვია ამ ნიღბიანი ადამიანების მიღმა, არვინ იცის. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ცდილობენ, ძალაუფლება შეუნარჩუნონ რეჟიმს“,- განაცხადა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics