2024-12-04 21:07:37, 454 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - შეხვედრაზე ვიბარებ კოკა კაციტაძეს - ის კადრები, რასაც ვხედავთ, სასწარაფო გამოძიების აუცილებლობას ადასტურებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს შეხვედრაზე იბარებს. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტის განცხადებით, ადმინისტრაცია კაციტაძეს ვერ უკავშირდება.
„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს… თუმცა, ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება.
ეს ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის ფაქტების გამოვლენა, გამოძიებაზე.
ის კადრები, რასაც ეს დღეებია ვხედავთ, ადასტურებს სასწარაფო გამოძიების აუცილებლობას“,- წერს ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,