|
2024-12-04 17:30:55, 459 ნახვა
საზოგადოება
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება
მუხიანის დასახლებაში, ლაგურაშვილის ქ. N3-5 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. რეკრეაციული სივრცე, დაახლოებით, 1 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ეწყობა. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, კახა გულედანთან ერთად გაეცნო.
ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია მოსასვენებელი და ფიტნეს ზონები, ასევე მოეწყობა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სამუშაოებისთვის, რომელიც მიმდინარე თვეში დასრულდება, გამგეობის ბიუჯეტიდან 450 ათასი ლარი გამოიყო. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე და თბილისის საკრებულოს წევრი კონსტანტინე ზარნაძე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)