|
2024-12-04 17:24:07, 323 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მთელი ცივილიზებული სამყარო ყოველთვის აღიარებდა ეუთო/ოდირ-ის განმარტებებს არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს ხდება საოცრება
მთელი ცივილიზებული სამყარო ყოველთვის აღიარებდა ეუთო/ოდირ-ის განმარტებებს არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს საოცრება ხდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ეუთო/ოდირ-ის საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომელშიც მხარეებს შორის საქართველოს პარლამენტში მუშაობის მნიშვნელობაზეა საუბარი. მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპარლამენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვეს, ეუთო/ოდირ-ის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. „რა თქმა უნდა, ჩვენ არასდროს გაგვიწყვეტია მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეუთო-ოდირ-ი არის ორგანიზაცია, რომელიც აკვირდება და შემდეგ აფასებს არჩევნების მიმდინარეობას. ასე იყო წლების წინ და ასეა ახლაც - მთელი ცივილიზებული სამყარო ყოველთვის აღიარებდა ეუთო/ოდირ-ის განმარტებებს ყველა არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს საოცრება ხდება. დღეს, როდესაც გარე ძალებმა ვერ მიიღეს მათთვის სასურველი შედეგი, ვერ გაიმარჯვა ქვეყანაში იმ რადიკალურმა დაჯგუფებამ, რომელიც წარმოდგენილია ვითომ ოპოზიციის სახით, მაშინვე დაიწყეს ეუთო-ოდირ-ის „გაშავება“. საოცარ განცხადებებს აკეთებენ, თუმცა რეალობა აბსოლუტურად სხვაა. აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობაა - რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, იყო მრავალპარტიული და რაც ყველაზე მთავარია, ხალხს ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ - 1 120 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას და ღირსებით ევროპულ მომავალს“,- განაცხადა კახა კალაძემ.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)