09:19 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-04 16:18:52, 497 ნახვა

პოლიტიკა
პოლიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში შევიდა - ადგილზე დაპირისპირებაა

პოლიცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში შევიდა.  

ადგილზე იმყოფებიან "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, რომლებსაც პოლიცია შენობაში არ უშვებს.

როგორც ადგილზე მყოფმა პოლიციელმა, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრ სოფო ჯაფარიძეს განუცხადა, შენობაში სასამართლო განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ადგილზე "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, საქართველოში მიმდინარეობს ის პროცესი, რაც ათეული წლის წინ, ბელარუსში და რუსეთში ჩამოყალიბდა.

"ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდა ბელარუსში, რუსეთში რამდენიმე ათეული წლის წინ, ჩამოყალიბდა დიქტატურა და ავტორიტარიზმი, სახლებშიც შევარდნილია ახლა ივანიშვილის რუსული ომონი, პარტიის ოფისებში გვივარდება რუსული ომონი, რეალურად ხდება ქვეყნის მიტაცება",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics