10:55 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 15:26:08, 513 ნახვა

პოლიტიკა
აქციის მონაწილე - 2 ადამიანს ვეჭირე ხელით, დანარჩენები სახეში მირტყამდნენ - ვთხოვე, საწვიმარი გამეხადა, რადგან სისხლით იყო სავსე

საწვიმარი მეცვა, რაც თავზე გადამაფარეს. 2 ადამიანს ვეჭირე ხელით, დანარჩენები სახეში მირტყამდნენ,- ამის შესახებ თბილისში, პარლამენტთან გამართულ აქციაზე დაშავებულმა მოქალაქემ განაცხადა.

როგორც მოქალაქე ამბობს, ცემის შემდეგ მან გონება დაკარგა.

„საწვიმარი მეცვა, რაც თავზე გადამაფარეს. 2 ადამიანს ვეჭირე ხელით, დანარჩენები სახეში მირტყამდნენ. თავზე გადაფარებული მქონდა, ამიტომ, რამდენი ადამიანი მირტყამდა, ვერ ვხედავდი. ამის შემდეგ, რაღაც მომენტში გონება დავკარგე. როდესაც გამოვფხიზლდი საწვიმარი კიდევ გადამაფარეს და ისევ მცემეს. მე და კიდევ 3 ადამიანი ისევ გვცემეს და დაახლოებით, ნახევარ საათში ისევ დაბრუნდნენ, შუქი ჩააქრეს და ისევ გვცემეს. რომ გამოვფხიზლდი უკვე კარგი ნაცემი ვიყავი. საწვიმარი, რაც მეცვა, ვთხოვე რომ გამეხადა, იმიტომ, რომ სავსე იყო სისხლით. დუბინკით გაუპატიურების მუქარაზე აღარც ვლაპარაკობ“,- განუცხადა აქციაზე დაშავებულმა მოქალაქემ „TV პირველს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა გამოაქვეყნა ჰორმუზის სრუტის რუკა, რომელსაც „ტრამპის სრუტე“ უწოდა
სენატორთა ჯგუფმა ტრამპს მოუწოდა, გააუქმოს პუტინის მოწვევა G20-ის სამიტზე
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics