10:56 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 09:29:52, 410 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ლეგიონი“ - ცნობები, თითქოს საქართველოში ჩასვლას ვგეგმავთ, რუსული დეზინფორმაციაა

ცნობები, თითქოს ლეგიონი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, რუსული დეზინფორმაციაა,- ამის შესახებ განცხადებას „ქართული ლეგიონი“ სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „რუსულმა პროპაგანდამ ცოტა ხნის წინ დაიწყო ცრუ ცნობების გავრცელება იმის შესახებ, თითქოს „ქართული ლეგიონი“ გეგმავს საქართველოში დაბრუნებას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას“.

„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ამ უსაფუძვლო ბრალდებებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის სამართლიან აღშფოთებას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ჩვენი ბრძოლა რჩება აქ, უკრაინაში, სადაც ჩვენი საერთო მტერია.

ქართული ლეგიონი 2014 წლიდან მტკიცედ დგას უკრაინის წინაშე და გააგრძელებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დგომას. ჩვენი თავდადება უკრაინის გამარჯვებისთვის ურყევია და ჩვენ ვიქნებით ფრონტზე, სანამ ეს მიზანი არ მიიღწევა“, - წერს „ქართული ლეგიონი“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა გამოაქვეყნა ჰორმუზის სრუტის რუკა, რომელსაც „ტრამპის სრუტე“ უწოდა
სენატორთა ჯგუფმა ტრამპს მოუწოდა, გააუქმოს პუტინის მოწვევა G20-ის სამიტზე
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics