|
2024-12-02 16:54:10, 417 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 156 ადამიანი მოინახულეს - 124 პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს
აპარატის თანამშრომლები ოთხი დღე და ღამეა ეძებენ და ნახულობენ აქციაზე დაკავებულ და დაშავებულ პირებს, ესაუბრებიან და პირადად მათგან იკვლევენ დეტალებს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. აპარატის ცნობით, ამ პერიოდისთვის (2.12.24-13:00) სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა უკვე მოინახულეს 156 ადამიანი, მათგან 124 (80%) პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ „პოლიცია ამეტებს თავის უფლებამოსილებას და როდესაც კონკრეტული სამართალდამცველები არ ისჯებიან ასეთი ქმედებისთვის, ყოველ ჯერზე აქციის დაშლა სულ უფრო და უფრო მეტი სისასტიკით ხორციელდება. ამიტომ, სახალხო დამცველი მოითხოვს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოიძიოს ყველა ასეთი შემთხვევა და მოახდინოს უმკაცრესი რეაგირება“. სახალხო დამცველის რწმუნებულები ამ წუთებშიც განაგრძობენ დაკავებული პირების, მათ შორის ჟურნალისტების მონახულებას, მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთან, აპარატში მოქმედებს ცხელი ხაზი - 14-81, რომელიც 24/7-ზე მზად არის, მიიღოს ინფორმაცია უფლებადარღვევების შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)