|
2024-11-30 19:02:10, 458 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა N50 საბავშვო ბაღის მშენებარე შენობა დაათვალიერა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოადგილეებთან, კახა გულედანთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად, კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებარე შენობა დაათვალიერა. N50 საბავშვო ბაღი გლდანის რაიონში, ზაჰესის დასახლებაში შენდება. კახა კალაძის თქმით, ბაღის ძველი შენობის დემონტაჟი გასულ წლებში მისი მძიმე ავარიული მდგომარეობის გამო განხორციელდა.
ბაღის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო. საბავშვო ბაღი 8-ჯგუფიანი იქნება და 230 აღსაზრდელს მოემსახურება. ბაღის პროექტი სრულად შეესაბამება ყველა იმ თანამედროვე სტანდარტს, რაც ბავშვთა უსაფრთხოებისთვის და სკოლამდელი დაწესებულების ავტორიზაციისთვის არის საჭირო. მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და ალტერნატიულ ფართში განთავსებული კონტინგენტი ახალ შენობაში მომავალი წლის შემოდგომაზე დაბრუნდება. პროექტის ღირებულება 5,5 მილიონი ლარია. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე და თბილისის საკრებულოს წევრი კონსტანტინე ზარნაძე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)