13:40 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-27 09:28:29, 698 ნახვა

მსოფლიო
ლაიენი - ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა ძალიან დამაიმედებელია

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა ძალიან დამაიმედებელია,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში X-ზე წერს.

ლაიენის განცხადებით, ლიბანს ექნება შესაძლებლობა, გაზარდოს შიდა უსაფრთხოება და სტაბილურობა „ჰეზბოლას“ გავლენის შემცირების წყალობით.

„ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა ძალიან დამაიმედებელია. პირველ რიგში, ლიბანელი და ისრაელელი ხალხისთვის, რომლებიც დაზარალდნენ ბრძოლით. ლიბანს ექნება შესაძლებლობა, გაზარდოს შიდა უსაფრთხოება და სტაბილურობა „ჰეზბოლას“ გავლენის შემცირების წყალობით“,- წერს ლაიენი.

შეგახსენებთ, ისრაელი და „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოთხშაბათს, 27 ნოემბერს ადგილობრივი დროით 04:00 საათზე ძალაში შევიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CNN: ტრამპმა ბოლო 12 დღის განმავლობაში განსაკუთრებით უცნაური საქციელი გამოავლინა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შემთხვევებს მნიშვნელოვანი გართულებები არ მოჰყოლია
112-ში ზარები შეფერხებით შედის - გამოქვეყნდა ალტერნატიული საკონტაქტო ნომრები
მოსკოვის აეროპორტებში 30-ზე მეტი რეისი ვერ დაეშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics