22:44 - 18 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-26 14:16:18, 367 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - მხოლოდ გასულ წელს შსს-ს აკადემიის მიერ სხვადასხვა მიმართულებით 8 000-მდე სამართალდამცავი გადამზადდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება და სპეციალიზაცია ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის შედეგად, დამტკიცდა გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ორგანიზების წესი და შემუშავდა გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.

„მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ გასულ წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ სხვადასხვა მიმართულებით თითქმის 8 000 სამართალდამცავი გადამზადდა“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს  აკადემია განავითარებს საგანმანათლებლო პროგრამებს და აკადემიის ბაზაზე დანერგავს საბაკალავრო პროგრამას, რაც სამართალდამცავი სისტემის თანამშრომელთათვის უზრუნველყოფს, პროფესიულთან ერთად, აკადემიური განათლების მიღების შესაძლებლობას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
კრემლმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიასთან მოლაპარაკებები დაიწყო გერმანიაში გაზის მიწოდების აღდგენის თაობაზე
საქართველოს საგარეო ვალი ერთ თვეში 52 მილიონი დოლარით გაიზარდა
საქართველო და ნაურუ ოფიციალურ დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics