|
2024-11-21 15:53:39, 916 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან
„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით, Black Friday-ის პერიოდში, Ads მენეჯერით საკუთარი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზების შექმნის შესაძლებლობას აძლევს. თუ 22 ნოემბრამდე ბიზნესის შეთავაზებას Ads მენეჯერით შექმნით, შესაძლებლობა გექნებათ, 25 ნოემბრიდან - 1 დეკემბრამდე პერიოდში მომხმარებელს ყოველ გადახდაზე 50 ჯერ მეტი PLUS ქულა დააგროვებინოთ. აღნიშნული შეთავაზებისას ბიზნესის დანახარჯი ნულოვანია, რადგან 50-ჯერ მეტ PLUS ქულას, რომელიც მომხმარებელმა უნდაs მიიღოს, American Express-ი და „საქართველოს ბანკი“ დააფინანსებენ. საგულისხმოა, რომ თითოეული მომხმარებელი თითო ტრანზაქციაზე მაქსიმუმ 10 000 PLUS ქულის მიღებას შეძლებს. შეთავაზების შექმნა შეუძლია კომპანიას, რომელსაც აქვს „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს ანგარიში. შეთავაზების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ „საქართველოს ბანკის“ ვებგვერდს. Ads მენეჯერი პლატფორმაა, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, შექმნათ შეთავაზებები და წარადგინოთ ისინი „საქართველოს ბანკის“ იმ პლატფორმებზე, რომელთაც 1 500 000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს. ესენია: მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge. „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერი ერთ-ერთი გამორჩეული პლატფორმაა ბიზნესისთვის, რადგან მისი მეშვეობით შესაძლებელია ახალი მომხმარებლების მოზიდვა, არსებულ მომხმარებლებში ლოიალურობის განმტკიცება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. მისი ანალიტიკური ინსტრუმენტები განსაკუთრებით მოსახერხებელია მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვებისა და მათ ინტერესებზე მორგებული შეთავაზებების შექმნისთვის. ვფიქრობთ, Black Friday-ის პერიოდში ბიზნესები შეძლებენ, ეფექტიანად გამოიყენონ პლატფორმა და ისარგებლონ მისი ყველა უპირატესობით“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში თუ ჯერ არ გამოგიყენებიათ Ads მენეჯერი, ან გსურთ უფრო მეტი ინფორმაციო მიიღოთ მის შესახებ, დეტალური ვიდეო-ინსტრუქცია ნახეთ აქ და შექმენით შეთავაზება თქვენი მომხმარებლებისთვის.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)