|
2024-11-13 10:45:29, 385 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგიამ მსხვილფეხა საქონლის ფერმერული მეურნეობა დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთის მხარის რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტში, კომპანიას „ყვარლის ბაგა“ სტუმრობდა, სადაც მსხვილფეხა საქონლის ფერმერული მეურნეობა დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დმაინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, „ყვარლის ბაგა“ ებრაული მოდელის ფერმაა, რომელიც 10 წლის წინ შეიქმნა. ფერმაში ჰოლშტეინის ჯიშის 3200 ძროხაა და ყოველდღიურად 45 000 ლიტრი რძე იწარმოება. 450 ჰა მიწის ნაკვეთზე განთავსებულია კომბინირებული საკვების ახალი საწარმო, ასევ, რძის გადამმუშავებელი საწარმო. თანამედროვე სტანდარტების ფერმაში 30 მილიონი დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. ფერმაში 150-მდე ადგილობრივია დასაქმებული. ფერმის ძირითადი მომხმარებელი უმსხვილესი გადამმუშავებლები: „რძის ლაბორატორია“, „სანტე“, „სოფლის ნობათი“ და „აგროჰაბი“ არიან.
კომპანიის დამფუძნებლის, ლაშა პაპაშვილის განცხადებით, თანამედროვე სტანდარტების მასშტაბური ფერმის მოწყობა სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე რთულია; შესაბამისად, სუბსიდირების პრაქტიკა მსოფლიოშია დანერგილია. კომპანია „ყვარლის ბაგა“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. 2013 წლიდან დღემდე, მესაქონლეობის, რძის გადამუშავებისა და მებაღეობის განვითარების, ასევე სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესყიდვის მიზნობრიობით შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით ისარგებლა; კომპანია ასევე სარგებლობს თანადაფინანსების პროგრამებით: „დანერგე მომავალი“, „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ და „მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა“. აღსანიშნავია, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა რძის მცირე მწარმოებლებისათვის მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და პროგრამის ფარგლებში. 2023-2024 წლებში პროგრამით ისარგებლა 400-ზე მეტმა ბენეფიციარმა, თანადაფინანსება დაახლოებით 17 მლნ ლარია. მესაქონლეობის დარგის განვითარებისათვის მიმდინარე წელს მხარდაჭერის ახალი მექანიზმი ამოქმედდა. კერძო სექტორს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს მაღალპროდუქტიული ჯიშები და განახორციელოს ფერმების სათანადო აღჭურვა-მოდერნიზაცია. პროექტის ფარგლებში, რომელიც წელს, გაზაფხულიდან ამოქმედდა, გაცემულია 25 მლნ ლარის ღირებულების სესხები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ფერმაში მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და ბიზნესასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მარიანა მორგოშია იმყოფებოდნენ.
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)