|
2024-10-28 14:18:21, 328 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 1 120 000 ხმა, 900 000 ხმით მეტი მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ არჩევნების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 1 120 000 ხმა, 900 000 ხმით მეტი მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით და ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ „ზურგს უმაგრებს ქართველი ხალხი“. მან ასევე ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ტყუილია რადიკალური ოპოზიციის ნათქვამი, თითქოს 100 დეპუტატი თუ არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის შენობაში საქართველოს პარლამენტი ვერ დაიწყებს მუშაობას“. მისივე თქმით, უმრავლესობა უფლებამოსილია, მინიმუმ 76 ხმით დააკომპლექტოს მთავრობა, „ქართულ ოცნებას“ კი 89 მანდატი აქვს. „რაც შეეხება უფლებამოსილების ცნობას, სასაცილოა, როდესაც ეს ხალხი გამარჯვებისთვის ემზადებოდა, გამარჯვებულად გამოაცხადეს თავი და მათ მიაჩნიათ, რომ თურმე კონკრეტული ჩანაწერი ითვალისწინებს იმას, რომ 100 დეპუტატი თუ არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის შენობაში საქართველოს პარლამენტი მუშაობას ვერ დაიწყებს, რაც არის სრული ტყუილი. თქვენ წარმოიდგინეთ რამდენად გაუცნობიერებლები არიან და წარმოდგენა არა აქვთ კონკრეტულ ელემენტარულ სამართლებრივ საკითხებზე, რომ პარლამენტი უფლებამოსილებას როგორ იძენს ამაზეც კი ტყუილს ავრცელებენ, ან მიზანმიმართულ ტყუილს ან უვიცობასთან გვაქვს საქმე. აქ საუბარია რაზე, რომ უმრავლესობა რომელმა პარტიამაც მოიპოვა და რომელიც არის უფლებამოსილი მინიმუმ 76 ხმით დააკომპლექტოს მთავრობა, სწორედ უმრავლესობა წყვეტს პარლამენტის უფლებამოსილების შეძენის საკითხს. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ 76 კი არა 89 მანდატი აქვს, ჩვენ შევიკრიბებით შედეგების გამოცხადებიდან 10 დღის თავზე და ჩვენი მანდატის ფარგლებში ვცნობთ პარლამენტის უფლებამოსილებას. ამიტომ, არავითარი სამართლებრივი დაბრკოლება არ არის. წინა არჩევნებზეც ასე მოხდა, ჩვენ 90 მანდატი გვქონდა და გახსოვთ, რომ 90 მანდატით დაიწყო პარლამენტმა მუშაობა, რომელშიც შემდგომ თვითონ მიიღეს მონაწილეობა. ასე, რომ ესეც მორიგი დეზინფორმაციაა მათი მხრიდან“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)