|
2024-10-28 11:49:00, 350 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - მმართველმა გუნდმა 890 000-ზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას - მადლობა თითოეულ თანამოქალაქეს
მოხარულები ვართ, რომ ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა მმართველ გუნდს, ძალიან ძლიერი მხარდაჭერა მივიღეთ ამ არჩევნებზე ხალხისგან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა 890 000-ზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას. „გვაქვს მთავრობის პირველი სხდომა არჩევნების შემდეგ და სამუშაო რეჟიმზე გადასვლამდე, მინდა, შევაჯამო განვლილი პროცესი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოხარულები ვართ, რომ ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა მმართველ გუნდს, ეს არის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ არჩევნებზე ქართველი ხალხისგან. ეს არის ნდობა მმართველი გუნდის მიმართ და ნდობა, რომელიც გამოუცხადეს საქართველოს მთავრობას და სამთავრობო პროგრამას. ეს ნდობა არის უპრეცედენტო, რაც გამოიხატება ხმების რაოდენობით და არჩევნებზე დაფიქსირებული აქტივობით. ჩვენი მოწოდება იყო საზოგადოების მიმართ, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოსულიყო და რეალურად, ეს ასეც მოხდა. პრაქტიკულად, უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირდა ამ არჩევნებზე, გამოვიდა ჩვენი უამრავი თანამოქალაქე საქართველოს ეროვნული ინტერესების, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების, მშვიდობის დასაცავად და ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამოქალაქეს, რომელიც მოქმედებდა ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით. გარკვეულ დეტალებზე მინდა, ყურადღება გავამახვილო, რაც დაკავშირებულია არჩევნების შედეგებთან. მმართველმა გუნდმა 890 000-ზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მოვლენების მიმართ, მმართველი გუნდის მიმართ და ცალკე აღებული ოპოზიციის მიმართ“,- ამბობს კობახიძე.
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)