14:21 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-27 22:35:47, 450 ნახვა

პოლიტიკა
სიკორსკი - ახლა ევროპა უნდა დადგეს ქართველი ხალხის გვერდით

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი წერს, რომ ახლა ევროპა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს.

ეს განცხადება სიკორსკიმ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ, გააკეთა.

"საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო გაყალბებული. ახლა ევროპა უნდა დადგეს ქართველი ხალხის გვერდით", - წერს ის X-ზე. 

მე მინდა ვთქვა, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამ საპარლამენტო არჩევნების აღიარება იგივეა, რაც რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარება.

"მე მინდა ვთქვა, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს, ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება იმიტომ, რომ ეს არის იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების",- განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics