|
2024-10-26 09:35:29, 330 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - დღეს არის რეფერენდუმი და უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ არჩევნებზე ყველა მივიდეთ
დღეს არის რეფერენდუმი და უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა მივიდეთ არჩევნებზე,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „დღევანდელი დღე საქართველოს შემდგომ ათწლეულებს განსაზღვრავს“. „დღეს არის რეფერენდუმი და უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა მივიდეთ არჩევნებზე. დღევანდელი დღე განსაზღვრავს საქართველოს შემდგომ ათწლეულებს, სად ვიქნებით, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. ვიცხოვრებთ ქვეყანაში, რომელიც არის ევროპულ კეთილდღეობაში, თუ იზოლაციაში, მოწყვეტილი გარესამყაროდან... ყველას მოგიწოდებთ - მოდით არჩევნებზე. მთელი მსოფლიო გვიყურებს და უნდა ვთქვა, რომ უპრეცედენტო უცხოელი დამკვირვებელია და მთელი მსოფლიოს ლიდერები უყურებენ, თუ როგორ დასრულდება საქართველოში ეს ყველაფერი“,- განაცხადა ვაშაძემ „TV პირველთან“ საუბრისას. დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები იმართება - მოქალაქეები XI მოწვევის პარლამენტს ირჩევენ. საპარლამენტო არჩევნები, პირველად, სრულად პროპორციული სისტემით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს 150-ვე მანდატი პროპორციული წესით გადანაწილდება იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის, რომლებიც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავენ. ასევე, პირველად არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება - ელექტრონული არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე იმართება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით ტარდება. საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს, მათგან 3 113 747 ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. წელს პირველად, 135 922 ახალგაზრდას არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია. საქართველოს პარლამენტის გარდა, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც იმართება. სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უსკოს მიერ რეგისტრირებულია 11 საარჩევნო სუბიექტი. საარჩევნო პროცესს 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება, ასევე პროცესს 199 მედიაორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი აშუქებს.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)