|
2024-10-26 09:15:37, 371 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ეს იქნება მე-9 შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს
ეს იქნება მორიგი, მე-9 შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია ძალიან მძიმედ წააგებს ამ არჩევნებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 27-ე საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც თავისი არჩევანი დააფიქსირა. კითხვაზე, თუ რატომ საუბრობს ოპოზიცია ხელისუფლების გადაბარებაზე, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს „ჩვეულებრივი პიარული ტრიუკია“. „მათ სინამდვილეში ძალიან კარგად იციან, როგორია რეიტინგები. ჩვენ არასდროს არ ვცდებით ხოლმე, როდესაც ვსაუბრობთ, არასდროს არ ვატყუებთ ხალხს. თქვენ გახსოვთ, რამდენჯერ მოატყუეს, 8-ჯერ მოატყუეს უკვე ქართველი ხალხი და 8-ჯერ მოიგო დამაჯერებლად არჩევნები „ქართულმა ოცნებამ". მათ არ აქვთ არავითარი სინდისი და ნამუსი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ჩახედონ თვალებში საკუთარ ამომრჩეველს მას შემდეგ, რაც 8-ჯერ მოატყუეს. მათ 8-ჯერ უთხრეს ტყუილი საკუთარ მხარდამჭერებს, მათ შორის, რომ იგებდნენ არჩევნებს, თუმცა შემდეგ საერთოდ არ რცხვენოდათ ხოლმე, როდესაც დამაჯერებლად აგებდნენ არჩევნებს. ეს იქნება მორიგი, მე-9 შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია ძალიან მძიმედ წააგებს ამ არჩევნებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ველოდებით მილიონზე ბევრად მეტ ხმას ამ არჩევნებში და ეს იქნება რეკორდული მაჩვენებელი. ამ მაჩვენებელს აქვს რამდენიმე მიზეზი. პირველი მიზეზი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანას უმძიმესი ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად შევუნარჩუნოთ მშვიდობა; მეორე მიზეზი არის ის, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ 40 მილიარდი ლარით, 50 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა, შესაბამისად, შევამცირეთ უმუშევრობა, სიღარიბე ამ ქვეყანაში, გაიზარდა საშუალო ხელფასი, 2 000 ლარს გადააჭარბა უკვე საშუალო ხელფასმა, როცა ჩვენ დაგვხვდა 712 ლარი საშუალო ხელფასი. ყველა მიმართულებით ჩვენ გვქონდა წინსვლა. 2012 წლის მონაცემები გითხარით და რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ბოლო 4 წლის მონაცემები გითხარით. წინა ხელისუფლებამ უბედურება დაგვიტოვა მემკვიდრეობით, როცა ამაყობდნენ იმით, რომ ვითომ იყო კარგი ეკონომიკური სიტუაცია ამ ქვეყანაში. ამ 4-წლიანზეც გითხარით, 50 მილიარი იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 4 წლის წინ და ამ წლის ბოლოს ხდება უკვე 90 მილიარდი ლარი და ჩვენი დაპირებაა 130 მილიარდი ლარი 4 წლის თავზე. ეს მოხდება აუცილებლად ჩვენი პროგრამის საფუძველზე",- თქვა კობახიძემ. დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები იმართება - მოქალაქეები XI მოწვევის პარლამენტს ირჩევენ. საპარლამენტო არჩევნები, პირველად, სრულად პროპორციული სისტემით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს 150-ვე მანდატი პროპორციული წესით გადანაწილდება იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის, რომლებიც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავენ. ასევე, პირველად არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება - ელექტრონული არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე იმართება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით ტარდება. საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს, მათგან 3 113 747 ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. წელს პირველად, 135 922 ახალგაზრდას არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია. საქართველოს პარლამენტის გარდა, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც იმართება. სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უსკოს მიერ რეგისტრირებულია 11 საარჩევნო სუბიექტი. საარჩევნო პროცესს 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება, ასევე პროცესს 199 მედიაორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი აშუქებს.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)