07:27 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-25 15:38:10, 394 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - როგორც მთავრობა, ჩვენ ცალსახად პროევროპულნი ვართ

როგორც მთავრობა, ჩვენ ცალსახად პროევროპულნი ვართ, რაც დავადასტურეთ კიდეც საქმით, ჩვენ ძალიან კონკრეტული ქმედებებით შევძელით ქვეყნის დაახლოება ევროკავშირთან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ხელისუფლება მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ამ საკითხზე ოპოზიციის მანიპულაციები უადგილოა“.

„ოპოზიციის მხრიდან ამ ტიპის მანიპულაციები უადგილოა. ეს მათი არჩევანია, მათი საქმეა, ყოველივე ეს დემოკრატიის ნაწილია. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომლის ინტერვიუც Euronews-თან ეთერში დღეს, თბილისის დროით, 23:00 საათზე გავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics