|
2024-10-23 16:46:26, 512 ნახვა
სამართალი
ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებულს სააპელაციომ სასჯელი დაუმძიმა და 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებულს, სააპელაციო სასამართლომ სასჯელი დაუმძიმა და თელავის რაიონული სასამართლოს მიერ შეფარდებული 2 წლის ნაცვლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და გაუპატიურების ფაქტებზე თელავის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება გამამტყუნებლით შეცვალა და მსჯავრდებულ პირს სასჯელი დაუმძიმა. "ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული მეუღლეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ასევე, დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით და ძალადობითა და ძალადობის მუქარით გააუპატიურა დაზარალებული. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა". თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით) და ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის, ნასამართლევი პირის მიერ მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისთვის (273-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით) და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ ამავე განაჩენით ბრალდებული გაამართლა ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის, გამოძალვის, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობასა და გაუპატიურების ფაქტებზე. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ მუქარასა (11 პრიმა, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" ქვეპუნქტი) და გაუპატიურებაზე (11 პრიმა, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტი) და გამამართლებელი გადაწყვეტილება შეცვალა გამამტყუნებლით. თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებული პირისთვის დანიშნული სასჯელი დაამძიმა და 2 წლის ნაცვლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)