|
2024-10-23 15:07:59, 1958 ნახვა
სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართავენ
სადამკვირვებლო ორგანიზაციები - "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED), "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) საარჩევნო უბნების მოწყობასთან დაკავშირებით ცესკოს მიმართავენ. ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ. "2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების დღეს ჩასატარებელი ყველა პროცედურა გამართულად წარიმართოს და საარჩევნო უბნებში მყოფ უფლებამოსილ პირებს პროცესებზე შეუფერხებელი დაკვირვების საშუალება მიეცეთ. საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, გამოირიცხოს საარჩევნო უბნებში მრავალჯერადი ან/და სხვის მაგივრად ხმის მიცემის თეორიული შესაძლებლობაც კი, რათა საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს გააჩნდეს სრული ნდობა კენჭისყრის პროცესის მიმართ. ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიუხედავად, ამომრჩევლის მარკირების შემოწმების, ვერიფიკაციისა და რეგისტრაციის პროცედურის არასათანადოდ ჩატარებით, თეორიულად კვლავ შესაძლებელია ამ ტიპის დარღვევა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო უბნებში ამომრჩევლის ვერიფიკაცია / რეგისტრაციის პროცესზე ზედამხედველობის საშუალება ყველა უფლებამოსილ პირს სრულყოფილად და გამჭვირვალედ მიეცეს. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი მაგიდები განალაგოს იმგვარად, რომ ამომრჩეველთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით, ყველა უფლებამოსილ პირს მარტივად შეეძლოს როგორც მაგიდების წინა, ისე უკანა მხარეს თავისუფალი გადაადგილება. ამ მოწოდების მიზანშეწონილობა წარსული პრაქტიკიდან გამომდინარეობს, ვინაიდან სხვადასხვა წელს გამართულ არჩევნებზე ზოგიერთ საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა რეგისტრატორთა მაგიდები კედელთან იმდენად ახლოს იდგა, რომ პროცესზე სრულყოფილი დაკვირვება შეუძლებელი იყო",- ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)